ვის ეკუთვნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელის ტიტული? ბევრისთვის მოულოდნელია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება გიორგი მიქაუტაძეს აქვს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში "ლიონში" გადავიდა. მისი ანაზღაურება კვირაში 62,885 ევროს შეადგენს, რაც წლიურად 3,270,000 ევროს უტოლდება.
მეორე ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიდან", რომელიც კვირაში 29,615 ევროს გამოიმუშავებს, ხოლო წლიური ანაზღაურება 1,540,000 ევროა.
მესამე პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილია, რომლის ხელფასიც "ვალენსიაში" კვირაში 28,846 ევროა, ხოლო წლიური ანაზღაურება 1,500,000 ევრო.
ამ სამი მოთამაშის მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერები ევროპულ ფეხბურთში დიდი პროგრესის გზას გადიან
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული