ზოდიაქოს სამ ნიშანს, ამ თვეში, პირად ცხოვრებაში სირთულეები ელოდება
2024 წლის აგვისტოში რეტროგრადული მერკური გველოდება. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სწორედ რეტროგრადული მერკურის გავლენით, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. ამ ფენომენს გართულებული კომუნიკაცია, მომატებული შფოთვა და განწყობის ცვალებადობაც ახასიათებს. ამიტომაც, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში ვიგრძნოთ, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც პირად ურთიერთობებში აგვისტოში გარკვეული სირთულეები ელის:
ქალწული
ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ნიშანია, რომელსაც სტაბილურობა და ყველაფრის გეგმის მიხედვით წარმართვა განსაკუთრებით უყვარს. თუმცა, როგორ ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკური თქვენს გეგმებს თვის განმავლობაში ბევრჯერ შეცვლის. თუ რომანტიკული შაბათ-კვირის მოწყობაზე ფიქრობთ, გსურთ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ, შესაძლოა, ეს არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდეს. კომუნიკაცია გაგირთულდეთ და საბოლოოდ, არა ჰარმონიულ, არამედ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ამ შემთხვევაშიც, აგვისტოს განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა საკითხზე ვერ შეთანხმდეთ და ხშირად იკამათოთ, ძველი წყენები გაიხსენოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ საყვარელ ადამიანთან საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, წყენაზე გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ბრაზი ბევრად უარეს შედეგს მოგიტანთ.
ლომი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის გავლენით, თვის მეორე ნახევარში მომატებული შფოთვა და ემოციურობა შეგაწუხებთ და შეეცდებით, თქვენი პარტნიორი ხშირად გააკრიტიკოთ, შენიშვნები მისცეთ, ბრაზი გამოხატოთ, რაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტის რისკს სერიოზულად ზრდის. ამიტომაც, საკუთარ საქციელზე კარგად დაფიქრდით და შეეცადეთ, ობიექტურობა გამოიჩინოთ. ვიდრე პრეტენზიას გამოხატავთ, ჯერ კარგად გაარკვიეთ, ნამდვილად ღირს თუ არა ეს ჩხუბად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე მყარი და ძლიერი ურთიერთობაც კი დაიშალოს და მარტო დარჩეთ. ასევე, თუ ახალი ურთიერთობის დაწყებას გეგმავთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს სექტემბრისათვის გადადოთ. ვინაიდან, აგვისტოში, როგორც წესი, ადამიანებს სრულიად არაობიექტურად შეაფასებთ და მცდარ გადაწყვეტილებას მიიღებთ. განაგრძეთ კითხვა