ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში – სიგემრიელე“ – ბულგარულისა და კომბოსტოს მარინადი ელგა ტაბატაძის საფირმო რეცეპტით
ინგრედიენტები
- წყალი
- ძმარი – 100.00 მლ
- მარილი – 10.00 სკ
- შავი პილპილის მარცვლები – 30.00 გ
- ნიორი – 3.00 თავი
- ნიახური – 1.00 თავი
- დაფნა
- კომბოსტო – 3.00 კგ
- სტაფილო – 1.00 კგ
- ბულგარული წიწაკა – წითელი და მწვანე – 3.00 კგ
მომზადების წესი
გავასუფთავე ბულგარული. წვრილად დავჭერი კომბოსტო, ჩავახეხე სტაფილი, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, პილპილის მარცვლები, 2 სკ მარილი, კარგად ავურიე ერთმანეთში და გავაჩერეერთი საათით, რომ კომბოსტო მოიწალოსდა ბევრი ჩავიდეს ბულგარულ წიწაკაში.
წიწაკის გული ამოვავსე კომბოსტოსა და სტაფილოს მასით და გადავიტანე ქილაში (წინასწარ 10-ლიტრიან ქილაში ჩავდე დაფნა, ნიორი, ნიახური), მაღლიდანაც დავადე ნიახური, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავამატე ძმარი, დარჩენილი8 სკ მარილი გავხსენი ადუღებულ, კარგად გაციებულ წყალში და დავასხიმარინადს.აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში – სიგემრიელე.
ამ მასალით გამოდის 10-ლიტრიანი ქილა, ცოტა დამრჩა და გადავიტანე 2-ლიტრიან ქილაში.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული