რეკლამა
„მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე „მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე » დროული ინფორმაცია „მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე

„მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე

19-10-2026
565
Aa

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ გარდაცვლილ მამაზე ისაუბრა:



„ხათუნას ამბებმა სევდიანი გამხადა, მერე კიდევ ასაკი რომ მემატება, ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს იგივე ვერ გავუკეთე, რაც ხათუნას. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია, შენს გადაცემაში ვამბობ ამას პირველად.

ამაზე ბევრს ვფიქრობ, ჩემს თავს ამას ვერ ვპატიობ და ხშირად, როდესაც სასაფლაოზე მივდივარ, ამისათვის ბოდიშს ვუხდი და ვთხოვ მაპატიოს, მაშინ გამოუცდელი, პატარა ვიყავი. 

მგონია, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და მე საკმარისად არ ვიბრძოლე მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - ამბობს ნინი ქარსელაძე

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული