"სწორედ ამ ამბის დამსახურებაა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ წამლის შეძენაზე მუშაობა დაიწყო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "სწორედ ამ ამბის დამსახურებაა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ წამლის შეძენაზე მუშაობა დაიწყო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი » დროული ინფორმაცია "სწორედ ამ ამბის დამსახურებაა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ წამლის შეძენაზე მუშაობა დაიწყო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"სწორედ ამ ამბის დამსახურებაა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ წამლის შეძენაზე მუშაობა დაიწყო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
04-06-2026
88
Aa

“დაიცავი ილიაუნის” ბავშვებმა უპრეცედენტო ქველმოქმედებით ( 2 მილიონი შეაგროვეს) ჩაატარეს რეფერენდუმი. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაანახეს რას ითხოვდა მათგან ხალხი. მაათ შორის საკუთარი ამომრჩეველი. 2 მილიონი ვერ შეგროვდებოდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებით. სწორედ ამ ამბის დამსახურებაა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ წამლის შეძენაზე მუშაობა დაიწყო. ეს ძალა აქვს ერთობას და სოლიდარობას. ამ დრომდე, კონკრეტული ფაქტები მხოლოდ იმაში გავრწმუნებს რომ თუ გამარჯვება გვინდა, ეს ორია ჩვენი იარაღი," - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების წამლით უზრუნველყოფის საკითხზე.

"შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს [დიუშენით დაავადებული] ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე - შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს სათანადო ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.




FACEBOOK კომენტარები