სკოლის კაფეტერიის ყოფილი თანამშრომელი საიდუმლოს გვმხელს. ფუმფულა ბლინების მომზადების 3 საიდუმლო

11-10-2024
6 975
Aa

დაიმახსოვრეთ, თუ ოლადებს აცხობთ კეფირით, აუცილებლად ის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივი, როგორც არ უნდა ეცადოთ არ აიწევს. ცომი უნდა დაასვენოთ 15 წუთით. ეს აუცილებელია და არასდროს არ აურიეთ ცომი გამოცხობის წინ, ეს უაზრო მოქმედებაა. გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე, თავდახურული. როცა ზემოდან ბუშტუკებს დაინახავთ, მყისიერად გადააბრუნეთ. როგორ გამოვაცხოთ ფუმფულა ბლინები? რა თქმა უნდა, სოდის ან საფუარის გამოყენებით. კიდევ ერთი ვარიანტია კეფირით. შეიძლება ცომს დავამატოთ რომელიმე გაზიანი სასმელი, მაგალითად სპრაიტი, ბლინები გამოვა უფრო ფუმფულა, გემრიელი, არომატული…სცადეთ და ამაში ნამდვილად დარწმუნდებით.

შემადგენლობა:

0.5 ჭიქა ფქვილი

0.5 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

0.5 ჩ.კ. მარილი

120 გრ კარაქი

0.5 ჭიქა არაჟანი

1 ჭიქა სპრაიტი

მომზადება:

აურიეთ ფქვილში გამაფხვიერებელი და მარილი. დაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი და სპრაიტი.

ცომი უნდა იყოს რბილი და არა წებოვანი. დაამატეთ ფქვილი, თუ დასჭირდა. ცომი გადმოიღეთ მაგიდაზე და გაათხელეთ. დაჭერით საჭრელით ან ჭიქის დახმარებით და გამოაცხეთ ზეთში.

ისინი ძალიან გემრიელია, სცადეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც!

FACEBOOK კომენტარები