შაქარი – 100 გ
მარილი – 3 სკ
ძმარი 9% – 100 მლ
წყალი – 0.5 ლ
ზეთი – 0.5 ლ
მარინადისთვის:
დაფნის ფოთოლი
შავი პილპილის მარცვლები – 10 ცალი
ნიორი – 1 თავი
ქინძი – 200 გ
ტკბილი წიწაკა – 5 კგ
ნიახური – 200 გ
მომზადების წესი
გაასუფთავეთ წიწაკა თესლისგან, გაჭერით შუაზე ან 4 ნაწილად. მწვანილი დაჭერით წვრილად, ნიორი თხელ ფირფიტებად. მარინადისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დადგით ქვაბით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გათუთქეთ წიწაკა მარინადში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელ-ცხელი წიწაკა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, დაასხით მარინადი. გაასტერილეთ სავსე ქილები ქვაბში, რომლის ფსკერზეც ხელსახოცი ან ქსოვილი იქნება მოთავსებული. წყლის ადუღებიდან წიწაკის კონსერვი ასტერილეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი მოხუფეთ. შეფუთეთ ადიელაში ერთი დღით.