ბერძენი ბებიები ასეთ ბადრიჯანს ბაზარში ყიდდნენ, როცა პატარა ვიყავი
როგორც იქნა ვიპოვე რეცეპტი, რომელმაც ბადრიჯანი ნამდვილად შემაყვარა. ეს მანზანია, ფარშირებული ბადრიჯანი პიკანტური შიგთავსით. კერძი მარტივად მზადდება და წუთებში იჭმება. თუ უჩვეულო წასახემსებლით ოჯახის წევრების ან სტუმრების გაოცება გსურთ, ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ!
ბადრიჯანი ბერძნულად – რეცეპტი იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე დედას გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ დიდი ხანია იცოდა. „როცა პატარა ვიყავი, ბაზარში ბერძენი ბებიები ასეთს ცალობით ყიდდნენ. ვფიქრობ, რომ პონტური სამზარეულოდანაა. დაუვიწყარი გემო აქვს!“ – გაიხსენა მან. შესანიშნავი საბაბია მანზანის მოსამზადებლად! ერთდროულად ბევრს მოვამზადებთ, ამიტომ ინგრედიენტების რაოდენობა წინასწარ გამოთვალეთ. ამ კერძში ზამთრის ნამზადიც იგულისხმება. ყველა ქილის მოხუფვა აუცილებელი არაა, რაღაც ნაწილი მაშინვე შეგიძლიათ შეჭამოთ. თითებს ჩაიკვნეტთ!
ინგრედიენტები:
- 2,5 კგ ბადრიჯანი
- 1 კგ სტაფილო
- 240 გ ნიორი
- 500 გ ხახვი
- 350 გ პომიდორი
- 1 კონა ოხრახუში
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 2 ს/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ ძმარი
- 2 ლ წყალი
მომზადების წესი:
- თითოეული ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. ბოსტნეულის გარეცხვა საჭირო არაა. ყველა ნაყოფი შუაზე გაჭერით. ბადრიჯანი 5-10 წუთით დარბილებამდე ხარშეთ. რაც უფრო დიდია ნაყოფი, მით უფრო დიდხანს მოხარშეთ. საშუალო ზომის ბადრიჯანი შეარჩიეთ.
- ბადრიჯანი ცივ წყალში გააგრილეთ. ახლა მაგიდაზე ან ფორმაზე გადმოიტანეთ, ზემოდან რაღაც ბრტყელი და მძიმე დაადეთ. ეს საჭიროა, რომ ბოსტნეულიდან ზედმეტი სითხე გამოწუროთ.
- სანამ ბოსტნეული პრესის ქვეშაა, შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. სტაფილო გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ცხელ ღრმა ტაფაზე მცენარეული ზეთში შეწვით. ბოსტნეულ ძლიერ ცეცხლზე 5 წუთით მოთუშეთ. მორევა არ დაგავიწყდეთ, რომ არ დაიწვეს.
- ხახვი და პომიდორი დააქუცმაცეთ, სტაფილოს დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით მოთუშეთ. ნიორი და მწვანილი დააქუცმაცეთ, ტაფას დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. მარილის და სხვა სანელებლების დამატება საჭირო არაა.
- თითოეული ბადრიჯანი შიგთავსით მჭიდროდ გაავსეთ. დიდ ქვაბში მოათავსეთ და ბოსტნეული ჩატუმბეთ. მარილწყალი მოამზადეთ. წყალი აადუღეთ, მარილი და შაქარი, ასევე ძმარი დაუმატეთ.
- შიგთავსიან ბადრიჯანს მარილწყალი დაასხით ისე, რომ წყლიდან ოდნავ ჩანდეს. ბოსტნეულს თეფში დაადეთ და ზემოდან სიმძიმე დაადეთ. ასე 3-7 დღე დაამარინადეთ.
- ქილები გაასტერილეთ, ბადრიჯანი ჩააწყვეთ და ქილები პოლიეთილენის თავსახურებით მოხუფეთ. წასახემსებელი უკვე სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
ბადრიჯანი ბერძნულად: რედაქციის რჩევა – ბადრიჯნის შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სტაფილოს წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. გემრიელი და არომატული გამოვა. თუ გსურთ, სანელებლებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მანზანების კონსერვი კარგი იდეაა, თუ ბადრიჯანი გიყვართ და ცივ სეზონზე მისი მირთმევა გსურთ. ბადრიჯანი შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც.
წყარო: Rchevebi.com