საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს » დროული ინფორმაცია საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
24-04-2026
1 021
Aa

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან, ხვალ 40 დღე სრულდება. სიონის ტაძარში დაგეგმილ მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

FACEBOOK კომენტარები