"ასე გემრიელად მომზადებული ხაჭაპური, ცხოვრებაში არ გამისინჯავს" - ხაჭაპური მაწვნის ცომით

23-10-2024
155
Aa

რეცეპტს გემრიელიას "ფესიბუქ" ჯგუფში მომხარებელი ლალიკო ჩადუნელი აზიარებს.

ინგრედიენტები

  • ინგრედიენტები

  • ფქვილი - 5 ჭიქა
  • მარგარინი - 200 გ
  • მაწონი - 500 გ
  • სოდა - 1 ჩკ
  • ყველი - 1 კგ
  • კვერცხის გული - 1 ცალი

მომზადების წესი

5 ჭიქა ფქვილი და 200 გ. მარგარინი გავაფხვიეროთ. დავამატოთ 500 გრ.მაწონი, 1 ჩკ. სოდასთან ერთად და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 2 ნაწილად და შევდოთ მაცივარში 2 საათით. პირველ ფენას ვაბრტყელებთ და ვაყრით 1 კგ. ყველს, მეორე ფენას ვადებთ ზემოდან, ვუკეცავთ გვერდებს და ვუსმევთ 1 კვერცხს, ვჭრით სასურველ ზომებად და ვაცხობთ 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით.

FACEBOOK კომენტარები