სიახლე, რომელიც ხელფასებს ეხება - ვის გაეზრდება ანაზღაურება 2025 წლიდან?

14-11-2024
2 069
Aa

პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 3 წელიწადში 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეების - 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რედაქტირებად ვარიანტშია აღნიშნული.

„ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა ბოლო 3-წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით. გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა.

განათლების და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) დაფინანსება გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და 2024 წელს ამ სფეროს დაფინანსება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 65%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 300 ლარით ზრდამ“- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

განაგრძეთ კითხვა>>

FACEBOOK კომენტარები