სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება

17-11-2024
3 036
Aa

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, ასაკობრივი პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 350 ლარამდე გაიზრდება. საწყის ვერსიაში გათვალისწინებული იყო მხოლოდ 20 ლარით ზრდა (335 ლარამდე), მაგრამ საბოლოო ცვლილებებით პენსია 350 ლარამდე გაიზარდა.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 400 ლარი იქნება.

რაც შეეხება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს, მათთვის პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარით განისაზღვრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია დაახლოებით 540 ლარს გაუტოლდება.

სოციალური გასაცემლების ზრდაც გათვალისწინებულია: მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირებისთვის დახმარება 35 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის — 20 ლარით

FACEBOOK კომენტარები