მთელი ცხოვრება ხომ ეს ამბავი გაგყვება დამღად - ნანუკა ჟორჟოლიანის მოულოდნელი მიმართვა კახა კალაძეს

24-03-2026
649
Aa

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს ეხმაურება და თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს:

"ნეტავ კახი კალაძე როგორ გრძნობს თავს, როცა იცის რომ მის ბანერე გაკეთებული წარწერის გამო ქალი, 4 შვილის დედა ციხეში უნდა იჯდეს თითქმის 2 წელი. თვითონ რას იტყოდა ოპოზიციაში ყოფნის დროს გიგი უგულავას ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ქალი პოლიტიკოსი რომ ციხეში გამოეკეტათ.ხვალ, ზეგ, მაზეგ როგორ აპირებთ ამ ყველაფრით ცხოვრებას. მთელი ცხოვრება ხომ ეს ამბავი გაგყვება დამღად. ჯერ რომ ქალს აპატიმრებენ შენს გამო და მერე მიზეზსაც ხომ გააჩნია.მაგრად ტეხავს კახი," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

FACEBOOK კომენტარები