საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს » დროული ინფორმაცია საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

07-04-2026
2 613
Aa

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის.საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას.

აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა,

ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის, - ნათქვამია განცხადებაში.

FACEBOOK კომენტარები