“აქაურობა უყვარს, მაისურით მოდის თამაშზე საგულშემატკივროდ” – გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულის შესახებ
24 წლის ვარსკვლავი გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ესპანეთში კი ის შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
გიორგიმ უმშვენიერესი სანდრას შესახებ “განსვლითი შეხვედრის” ფარგლებში, ლევან ღვინიანიძესთან ისაუბრა:
“აქაურობა უყვარს, მაისურით მოდის თამაშზე საგულშემატკივროდ”, – თქვა გიორგიმ.
“კასტელიონი იმხელა სიყვარულს გამოხატავს გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, როგორიც ჩემი თვალით აქამდე არ მინახავს. თვითონ გიორგი როგორ იქცეოდა გულშემატკივრებთან? – არც ეგეთი ამბავი მინახავს, რომ ფეხბურთელს 1 000 ადამიანისთვის ეკოცნა და კიდევ 500-ისთვის სახელით მიემართა…” – ამბობს გადაცემის ავტორი ლევან ღვინიანიძე გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ.
წყარო: mix.metronome.ge