"პირდაპირ ეთერში რომ კლავდით არ აკმარეთ და ახლა ახალი ეს დაამატეთ ხო" - რას წერს ნოდარ მელაძე მაკა ჩიხლაძეზე
ანგარიშები დაუყადაღეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ცნობილია, რომ "შაბათის ეთერის" პროდიუსერი 15 ოქტომბერს, ოთხი ოქტომბრის საქმეზე რესპონდენტებს წერდა. ის, რომ დაჯარიმებული იყო, მედიის წარმომადგენელმა მას შემდეგ გაიგო, რაც ჯარიმა აღსრულებას გადაეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შურისძიება მაკა ჩიხლაძეზე, 15 ოქტომბერს იღებდა რეპორტაჟს სასახლის ღობის საქმეზე, სწორედ მისი გამოძიება იყო "მავთულით შებმული ღობე" - იმ დროს, როდესაც რუსთაველზე წერდა აქციის მონაწილეებს, გამოუწერეს თურმე ჯარიმა 5000 ლარი. არ ჩააბარეს ჯარიმა, არ შეატყობინეს და ახლა დააყადაღეს.
პირდაპირ ეთერში რომ კლავდით არ აკმარეთ და ახლა ახალი ეს დაამატეთ ხო," - წერს ნოდარ მელაძე.



