თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადება ავრცელებს.
"მადიარის კამპანიის ფუნდამენტური პრინციპი იყო ორბანის მიერ შემოთავაზებული საზოგადოებრივი დაყოფის უარყოფა.
ის არ საუბრობდა კონსერვატორებზე და ლიბერალებზე, არ საუბრობდა მემარჯვენეებზე და მემარცხენეებზე, უნგრელ „ნაცებზე და ქოცებზე“.
ის საუბრობდა უნგრელებზე.
ბევრი მიზეზის გამოა კომიკური, როდესაც გახარიას და ლელოს წარმომადგენლები უნგრულ მაგალითს გვიფრიალებენ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში კრახის გასამართლებლად.
მაგრამ პარალელის კომიკურობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავად გახარია, ლელო, და მათ ირგვლივ დაჯგუფებული ე. წ. ექსპერტები და ჟურნალისტები, მადიარის გამოცდილების საწინააღმდეგოდ, სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაწესებულ დაყოფაზე ახდენენ კაპიტალიზაციას და „გაერთიანებულ ნაცმოძრაობას“ უწოდებენ 9 პარტიის ალიანსს.
ანუ თავად ეხმარებიან ივანიშვილს, სრულიად ხელოვნურად და არაავთენტურად, „შუას გაკრეფაში“, რაც 2011 წლიდან იყო ივანიშვილის გამარჯვების ფორმულა.
ფედერალისტები დიდი ხანია არ ვსაუბრობთ ქოცებზე და ნაცებზე.
ფედერალისტები დიდი ხანია უბრალოდ ქართველებზე ვსაუბრობთ.და ამის მიხვედრას საერთოდ არ
სჭირდება მადიარის გამოცდილება - ჭკუა და სინდისი სჭირდება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი



