ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან.
განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა.
კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე" - ნათქვამია განცხადებაში.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



