“ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს

06-10-2024
560
Aa

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლუ­ლი 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დედა, სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან ერთი თვის შემ­დეგ დუ­მილს არ­ღვევს და ამ­ტკი­ცებს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის არას­რულ­წლო­ვან­მა შვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ლა.

რო­გორც შო­რე­ნა ჯოხ­თა­ბე­რი­ძე “მთა­ვარ არხთან“ აცხა­დებს, მან დღემ­დე არ იცის, რა იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

მისი თქმით, შვილს მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ესა­უბ­რა.


“გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­და რომ ჩემი შვი­ლი ასე გა­ი­მე­ტეს. ბი­ჭებ­თან მივ­დი­ვარ - კო­ბას­თა­ნო. ვინ კო­ბას­თან მეთ­ქი, შე­ვე­კი­თხე... “თი­ბი­ლას“ სტუმ­რე­ბი ჰყავ­სო და იქ მივ­დი­ვარ. არ ინერ­ვი­უ­ლო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წა­მოს­ვლის მერე და­გი­რე­კა­ვო.

ჩვე­ნი სა­უბ­რის მერე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მი­თხრეს, რომ ჩემი შვი­ლი იმ ოჯა­ხი­დან გა­მო­ვი­და და მოკ­ლეს. ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი“, - იხ­სე­ნებს შო­რე­ნა ჯოხ­თა­ბე­რი­ძე და აცხა­დებს, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბის გარ­და, საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ერთ-ერ­თის 17 წლის შვი­ლი. 

  • “რომ ხე­დავ­და ამ­ხე­ლა 17 წლის ბიჭი, რომ ხე­ლე­ბი შე­უკ­რა თა­ვი­სი მი­ტა­ნი­ლი ბაწ­რე­ბით... მა­მამ და­უ­რე­კა და უთხრა ამ ბიჭს, ბაწ­რე­ბი მო­მი­ტა­ნეო. შე­ვი­და და ბოს­ლი­დან გა­მო­უ­ტა­ნია. რომ ხე­დავ­და ამ­ხე­ლა ბიჭი, რომ თა­ვი­სი მამა ასეთ არა­ა­და­მი­ა­ნურ საქ­ცი­ელს სჩა­დი­ო­და... ხე­ლებს უბო­ჭავ­და ჩემს შვილს, რა­ღაც რე­ა­გი­რე­ბა ხომ უნდა მო­ეხ­დი­ნა? ეთ­ქვა: მამა, ბიძა, რას აკე­თებთ, კაცს კლავთ?

ისე­დაც გა­თი­შუ­ლი იყო უკვე ჩემი შვი­ლი და თავ­ში ჰქონ­და დარ­ტყმულ. რა­ღად უნ­დო­და ხე­ლე­ბის გა­კოჭ­ვა. ეგ ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის სა­ში­ში, იმი­ტომ რომ ბი­ძას და მა­მას ხელი არ შე­უ­შა­ლა მკვლე­ლო­ბა­ში. თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, აბა რა არის“, - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის დედა.

  • ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დის, მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, ცხე­დარს ყვე­ლა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და:

“ცხვი­რი, სახე, ყელი. თავ­ში ჩარ­ტყმუ­ლი. ყელ­ში ჰქონ­და წა­ჭე­რი­ლი, სახე სულ და­კენ­კი­ლი ჰქონ­და. ორი­ვე მუხ­ლი - ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი იყო. სულ ტა­ლა­ხი­ა­ნი ჰქონ­და თეთ­რი შარ­ვა­ლი“ , - იხ­სე­ნებს მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

  • და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში, სა­დაც 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს. ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს.
  • პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი - 56 და 65 წლის ძმე­ბი, მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა დუ­მი­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­არ­ღვი­ეს:

ერთ-ერთი ძმის თქმით, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. ბრალ­დე­ბულ­მა დღის ქრო­ნო­ლო­გია გა­იხ­სე­ნა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, 28 წლის ბიჭი მას აე­დევ­ნა. ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. მისი თქმით, მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბულ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს თა­ვი­დან არ მი­ა­წო­და.

“ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი- მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძილს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე... და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც,“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

FACEBOOK კომენტარები