"ბაზარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა... დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები" - ტრაგიკული შემთხვევა

04-01-2025
2 819
Aa

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

FACEBOOK კომენტარები