გასართობად წასული ახალგაზრდები სათამაშო ოთახში დაიწვნენ

25-07-2024
8 154
Aa

20 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი და მათი ორი მეგობარი სათამაშო ოთახში გაჩენილ ხანძარში მოხვდა. მხოლოდ 20 წლის ბიჭი, საიდი გადარჩა. მისი ცოლი ასიათი დანარჩენებთან ერთად ემსხვერპლა ხანძარს. შემთხვევა მახაჩყალაში მოხდა.

ტრაგედია იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდები საშინელებათა ჟანრის ქვესტ პარკში მივიდნენ გასართობად.

სცენარის მიხედვით ქვესტის თანამშრომლებმა ახალგაზრდები გალიებში ჩასვეს, სადაც სპეციალურ სკამებზე ხელბორკილებით აბამდნენ ადამიანს. როცა ყველაფერი მზად იქნებოდა, ოთახი კვამლით უნდა გავსებულიყო და ასეც მოხდა. ერთ-ერთი თანამშრომელი ხელთათმანს ცეცხლს წაუკიდებდა, რომელიც საფრთხის ხარისხს გაზრდიდა. ესეც სცენარის მიხედვით მოხდა, მაგრამ შემთხვევით აალებული ხელთათმანი კუთხეში ჩავარდა, სადაც ნავთიანი ელექტრო ხერხი იდო. ესეც რეკვიზიტი გახლდათ, რითაც ქვესტის სტუმრებს „ემუქრებოდნენ". შედეგად ხანძარი გაჩნდა. ეს არის ტრაგედიის ერთ-ერთი ვერსია. 

ინტერნეტში კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება - თამაშის დროს ანიმატორმა ერთ-ერთი მოთამაშე მაგიდას მიაბა, შემდეგ კი ნავთი დაასხა და ცეცხლის წაკიდებით „დაემუქრა“. რის შემდეგაც მამაკაცმა სანთებელა მართლა აანთო და ალი გოგონას მისწვდა. თანამშრომლები ცეცხლს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ, რადგან მთელი სივრცე კვამლით იყო სავსე.

შენობაში ჩარჩენილი ახალგაზრდები დახმარებას ითხოვდნენ და გამოსვლას ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ოთხივემ ჩაისუნთქა მომაკვდინებელი კვამლი. 19 წლის სტუდენტი ასიათი საავადმყოფოში საშინელი დამწვრობისგან გარდაიცვალა. მისი 20 წლის ქმარი საიდი სხეულის 50%-ის დამწვრობით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

წყვილმა ახლახან იქორწინა. მეორე გოგონა საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს, მას სხეულის 97% ჰქონდა დამწვარი და მეორე დილას გარდაიცვალა. 

შენობაში დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც, რომელმაც არ იმუშავა.

FACEBOOK კომენტარები