სასწრაფოთ: პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისში, ბრალდებულებმა დაზარალებულები მოტყუებით მიიყვანეს ნაქირავებ ბინაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხნენ მათ, რა დროსაც 181 000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ძვირფასი ნივთები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მესამე ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში



