ნეტავ ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის გადარჩენილიყო
"იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. უცებ, ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო. ნიკა მესამე სართულზე იყო. ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო" | ამბობს ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ტვ პირველთან საუბრისას.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



