სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
ნია იმნაძის ბებია მიმართვას და ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის "სქრინებს" ავრცელებს ნია იმნაძის ბებია მიმართვას და ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის "სქრინებს" ავრცელებს » დროული ინფორმაცია ნია იმნაძის ბებია მიმართვას და ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის "სქრინებს" ავრცელებს

ნია იმნაძის ბებია მიმართვას და ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის "სქრინებს" ავრცელებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
09-08-2026
11 817
Aa

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

რო­გორც შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნია იმ­ნა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის "სქ­რი­ნებ­საც" აქ­ვეყ­ნებს.

"კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და ნიას სა­ხე­ლის სა­ჯა­როდ ტი­რა­ჟი­რე­ბა, ენით აუღ­წე­რე­ლი შე­უ­რა­ცყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა. რო­გორ აცხა­დებ­დნენ მას „მთა­ვარ ფი­გუ­რად“, „წამ­ქე­ზებ­ლად“, ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დამ­ნა­შა­ვედ - სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, გა­ნა­ჩე­ნამ­დე და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე.

ეკა კუ­პა­ტა­ძის ტკი­ვი­ლი ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის გა­სა­გე­ბი იყო. მან შვი­ლი და­კარ­გა. ჩვენ მთე­ლი გუ­ლით ვწუხ­ვართ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე არა­სო­დეს დაგ­ვიკ­ნი­ნე­ბია. პი­რი­ქით ჩუ­მად ვი­ყა­ვით იქამ­დე სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ეკას პირ­და­პი­რი მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რე­ბი­სა რომ სის­ხლს აი­ღებ­და და ყვე­ლას და­ხოც­და.

მაგ­რამ ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას, რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის, რო­გორც ბაშ­ვის, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია ფეხ­ქვეშ იქნა გა­თე­ლი­ლი.

მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჩ­ნდა ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლი, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლოს და­ას­წრო.

16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა - საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

წინა პოს­ტში გა­გი­ზი­ა­რეთ ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი სქ­რი­ნე­ბი 34-ე ტო­მი­დან, და რას ვხე­დავთ იქ?

29-30 სექ­ტემ­ბე­რი - თავ­დას­ხმამ­დე.

ეს არის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა.

ნია ამ სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ალექ­სან­დრე ამ­ბობს:

„ძლივს და­ვა­ჯე­რე რომ არა­ფერს არ ვა­პი­რებ“

შემ­დეგ:

„ანუ ამან არ უნდა გა­ი­გოს არა­ფე­რი “ ვაფ­შე.

„არა­ფე­რი“

ანი:

„მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“

ალექ­სან­დრე ნიას მე­გო­ბარს სთხოვს, ნიას უთხრას, თით­ქოს:

„ვი­თომ პროს­ტა და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვსო იმ მა­თე­მა­ტი­კას“

ამა­ვე სა­უ­ბარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ნიამ რო "ცემა-ტყე­პა გა­ი­გოს " ალექ­სან­დრეს და­შორ­დე­ბა.

ახლა გთხოვთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­ა­ზე მო­გის­მე­ნი­ათ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით გვერ­დზე გა­და­დოთ.უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი და და­ფიქ­რდით: თუ ნიამ ალექ­სან­დრე გი­გას ცე­მის­თვის წა­ა­ქე­ზა - რა­ტომ უმა­ლავ­და ალექ­სან­დრე ნიას, რომ ცე­მას აპი­რებ­და?

თუ ნია იყო „წამ­ქე­ზე­ბე­ლი“ - რა­ტომ და­ა­ჯე­რა ალექ­სან­დრემ, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და?

თუ ნია ითხოვ­და ძა­ლა­დო­ბას - რა­ტომ ეუბ­ნე­ბა მე­გო­ბარს, რომ ნიამ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გოს?

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიას სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და - რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნია გაბ­რაზ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა ალექ­სან­დრეს და­შო­რე­ბო­და?

და რა­ტომ წე­რია თავ­დას­ხმამ­დე: „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“?

რას ამ­ბობს კა­ნო­ნი „წა­ქე­ზე­ბა­ზე“? - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-ე მუხ­ლი ამ­ბობს: „წამ­ქე­ზე­ბე­ლია ის, ვინც და­ი­ყო­ლია სხვა პირი გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.“

სწო­რედ ამი­ტომ ვსვამთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას:

სად არის და­ყო­ლი­ე­ბა? - გვაჩ­ვე­ნეთ ნიას სი­ტყვე­ბი.რა უთხრა? - გვაჩ­ვე­ნეთ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.რა და­წე­რა? - გვაჩ­ვე­ნეთ მისი მი­თი­თე­ბა.რა მოს­თხო­ვა ალექ­სან­დრეს? - ამ მი­მო­წე­რა­ში კი­დევ ერთი რამ გვხვდე­ბა.ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­სტრად წარ­მო­უდ­გი­ნეს, ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც: „ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ მოკ­ლავს.“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში იწე­რე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ეს არ და­წე­რი­ლა ნიას და­სა­ცა­ვად , არ და­წე­რი­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, არ და­წე­რი­ლა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ - ეს იყო პი­რა­დი სა­უ­ბა­რი ტრა­გე­დი­ამ­დე, რო­დე­საც არა­ვის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რა ელო­დათ წინ.

რა შე­იც­ვა­ლა ათი თვის შემ­დეგ?

თუ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას და­სა­კა­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. რა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა ახლა? რა მი­ი­ღეთ ახლა ისე­თი, რაც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გქონ­დათ?

ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. არა ზო­გა­დი ფრა­ზე­ბი. არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. არა ემო­ცია. არა ის, ვინ რამ­დენ­ჯერ მო­ი­თხო­ვა ნიას და­კა­ვე­ბა - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ჩვენ ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ იქცა ჩვე­ნი ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვი სა­ჯა­რო სა­მიზ­ნედ. ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მე­ო­რე­ბა. რო­გორ იქ­მნე­ბო­და მის­გან სას­ტი­კი და ბო­რო­ტი მო­ზარ­დის სახე. რო­გორ ებ­რძო­და ოჯა­ხი არა მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, არა­მედ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­ნა­ჩენს.

ნია იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი. მა­საც ჰქონ­და და აქვს უფ­ლე­ბე­ბი. მა­საც აქვს ღირ­სე­ბა. მა­საც აქვს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

ეკა კუ­პა­ტა­ძეს ჰქონ­და და აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა იბ­რძო­ლოს სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის და მო­ი­თხო­ვოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მაგ­რამ გი­გას­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნა ვერ გა­ა­მარ­თლებს ნიას წი­ნას­წარ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბას. ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. გი­გას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ნიშ­ნავს სი­მარ­თლის დად­გე­ნას. და ნი­ას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც ზუს­ტად იმა­ვეს ნიშ­ნავს.

და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: თუ ნია იმ­ნა­ძე იყო თავ­დას­ხმის წამ­ქე­ზე­ბე­ლი, რა­ტომ უმა­ლავ­და თა­ვად ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი ნიას სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გან­ზრახ­ვას?

16 წლის ბავ­შვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხე­ლი, მო­მა­ვა­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნად­გურ­დე­ბა ვა­რა­უ­დით. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რის­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ტკი­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა და ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბაც კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ჩვენ არ ვი­თხოვთ არა­ფერს სი­მარ­თლის გარ­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლეს და არა­ფერ სხვას" - წერს გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მი­მო­წე­რის სქ­რი­ნებს აქ­ვეყ­ნებს

FACEBOOK კომენტარები