გახდა თუ არა ფეისბუქზე დადებული "სთორი" მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ბრალდებულს ყველგან ეძებს
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.. კესარიას ჭრილობები დანით, ყელის არეში აქვს მიყენებული.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბექა ჯაიანი სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
"ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" - ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.