პირველი ქართველი Victoria secret -ის შოუზე: მატილდა გვარლიანის წარმატებით სავსე გზა საქართველოდან მსოფლიო სცენამდე

13-10-2024
147
Aa

სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Victoria secret -ის შოუსთვის შეარჩიეს. ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და, ამის ფონზე, საინტერესოა, გავიხსენოთ მისი განვლილი გზის მნიშვნელოვანი მომენტები.


მატილდა გვარლიანი 

მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები