"მოიკითხეს და ვერ მიაგნეს... ელენეს სამი შვილი დარჩა - ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდას გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გოგონა სავარაუდოდ, წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეძრავადმა განგაშმა მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართლადამცავმა ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნა და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
ჩვენ დავადგინეთ გარდაცვლილთა ვინაობა. ისინი 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე არიან. ლაშას ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც თბილისში ნაქირავებ ბინაში გადმოვიდა. ის თბილისში მუშაობდა და ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს, მას ჰქონდა ნაქირავები.
რაც შეეხება ელენეს, ის თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.
"საშინელი ამბავია, ელენეს შესახებ რაც გავიგეთ. ძალიან კარგი გოგონა იყო. თბილისში ცხოვრობდა, თელავში იყო გათხოვილი და როცა მეუღლეს გაეშორა, კვლავ თბილისში დაბრუნდა. სამი შვილი დარჩა. პატარები ბაღში დადიან, როგორც ვიცი, ერთი - სკოლაში," – ამბობენ ახლობლები.
წყარო: ambebi.ge