ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა

18-08-2024
98
Aa

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა განაცხადა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „მისმა სამმა შვილმა კვირა დილით (18 აგვისტოს) სამწუხარო ამბავი გამოაცხადა: ალენ დელონი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის მიცემულ განცხადებაში ალენ ფაბიენი, ანუშკა და ენტონი ითხოვენ არასაჯაროობას მათთვის ამ უკიდურესად მძიმე დღეებში“ 

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი საკუთარ სახლში დუშიში, პარიზის სამხრეთით გარდაიცვალა.

FACEBOOK კომენტარები