სტამბოლში დაწყებული კარიერა, რომელიც ლონდონში გაგრძელდა, გაიცანით ქართველი ფოტო მოდელი დავით მარღიშვილი

16-10-2024
253
Aa

სტამბოლში დაწყებული კარიერა რომელიც ლონდონში გაგრძელდა. ქართველი ფოტომოდელი დავით მარღიშვილი რომელმაც კარიერა სტამბოლში

ზარას მაღაზიდან დაიწყო. დღესდღეობით ლონდონში წარმატებული ფოტო მოდელია და იქ განაგრძობს მოწვაღეობა

გთავაზობთ  ბლიცინტერვიუს დავით მარღიშვილთან




დავით რამდენი წელია მოდელი ხართ? ეს საქმიანობა შენი ოცნება იყო თუ რამე გარემომ იმოქმედა?


სამი წელია, რაც ფოტომოდელი ვარ დიორის კომპანიაში. ჩემი ოცნება არ ყოფილა ეს საქმიანობა.  როდესაც მუშაობა დავიწყე

სტამბოლში, ზარას მაღაზიაში, მაშინ მივხდი, რომ უფრო მეტი შემეძლო  და არცერთი წუთით არ უნდა დამეკარგა დრო იმისთვის, 

რომ ჩემს კარიერულ წინსვლაზე უარი მეთქვა


როგორც ვიცით ეხლა დიორის კომპანიაში მუშაობთ, როგორ მოხვდით ამ კომპანიაში, თქვენით თუ გყავდათ ვინმე მეგობრები ვინც შეგიწყოთ 

ხელი ამ სფეროში?


როდესაც კამერებთან  მომიწია მუშაობა, მაშინ მივხდი, რომ ეს ჩემი სფერო იყო.  ყველა კარგათ მექცეოდა მიმიღეს ისე, როგორც ოჯახის წევრი.

რაც შეეხება ამ სფეროში ხელშეწყობას, ზარას მაღაზიაში  როდესაც ფოტოსესია  ჰქონდათ მოდელებს, მენეჯერს ვთხოვე, რამდენიმე  ფოტოს

გადავიღებ-მეთქი, რაზეც  დამთანხმდა. ფოტოსესიის შემდეგ  მენეჯერმა დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ მე უკეთეს ვიმსახურებდი და

 მეტი შესაძლებლობები მქონოდა. მოტივაცია მომცა იმის რომ მე მართლა შემეძლო ამეწყო ჩემი კარიერა, როდესაც მენეჯერმა განათავსა

ფოტო, ზარას საიტიზე  დიდი გამოხმაურება მოჰყვა, და ზუსტად ერთ თვეში დამიკავშირდა დიორის კომპანია, რომელთანაც 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.


დღეს თუ ხართ თქვენი კარიერით კმაყოფი და მომავალში რა გეგმები გაქვთ?


დიახ, კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან ბევრი რამ შეცვალა ამ კომპანიამ ჩემში. გაგრძელებას ვაპირებ ამ სფეროში, რადგან უფრო მეტს მივაღწიო.


თქვენი ოჯახის წევრებზე რას გვეტყვით? მათი მხრიდან თუ იყო  რამე წინაღმდეგეობა?


წინააღმგეობა არ ყოფილა არანაირი, რადგან ოჯახისგანაც დიდი მხარდაჭერა მივიღე. ყოველთვის სჯეროდათ, რომ მე წარმატებას მივაღწევდი.


თქვენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ? და ძმა გყავთ?


ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე არაფელს საქმიანობენ. მყავს ერთი ძმა და სამი პატარა და, რომლებიც ყველაფერზე მეტად მიყვარს.




თქვენს პირადზე რას გვეტვიყვით? ვინმე არის თქვენ ცხოვრებაში?


ჩემს პირადში არაფელი არ ხდება საინტრესო. საქმიანობიდან გამომდინარე, ამჟამად არავინ მყავს.


რას უსურვებდი იმ ადამიანებს რომლებსაც რამე მოტივაცია აქვთ?


ვუსურვებ ოცნებების ახდენას და არცერთი წუთით არ იფიქრონ, რომ ოცნებები არ ხდება. მთავრია მოტივაცია და იმაზე ფიქრი რომ, შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო შენი ცხოვრება

FACEBOOK კომენტარები