“ღმერთმა ქნას ვცდებოდე”- რა განცხადებას ავრცელებს თეა გოდოლაძე?

18-06-2024
1 811
Aa

თეა გოდოლაძე თბილისის უბნებში წყლის შეწყვეტას ეხმიანება და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს – “ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა. თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი, ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს.” – წერს თეა გოდოლაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

FACEBOOK კომენტარები