ჟურნალისტი თამარ შარიქაძე ტვ “იმედის” დატოვების შემდეგ დუმილს არღვევს

18-06-2024
2 085
Aa

“ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!” – ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ შარიქაძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს რატომ დატოვა ტელეკომპანია “იმედი”.

“ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს! მადლობა ყველაფრისთვის, ყველა იმ გამოცდილებისთვის, ცოდნის მიღებისთვის და შანსისთვის რაც ამ ნიუსრუმმა მომცა.
გულწრფელად წარმატებას გისურვეთ მათ, ვისთვისაც ეს საქმე ისევ იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც საკუთარ სინდისთან მართალია.
მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, თამარ შარიქაძე

FACEBOOK კომენტარები