“ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს გამარჯობის თქმა..” – ვინ ამხილა თამო ვაშალომიძემ

26-09-2024
2 910
Aa

თამო ვაშალომიძე დაუფარავად საუბრობს, თუ როგორ არ მიესალმნენ ქართველი ვარსკვლავები მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე, სადაც სტუმრად იყვნენ მიწვეულნი:„სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ფილმის სპონსორი ვიყავი Tamoskin-ით. ჩვენი კომპანიის მხრიდანაც მოვიწვიეთ საზოგადოება და რა თქმა უნდა, მეორე მხარემაც მოიწვია ვარსკვლავები. ძალიან დამწყდა გული ერთი რამის გამო – ჩვენი მიწვეული სტუმრების გარდა, ჩემი


ბრენდი არავინ მონიშნა სოციალურ ქსელებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით სპონსორები და რაც ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ისაა, რომ არათუ მონიშვნა, ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს, გამარჯობაც კი არ მითხრეს იმ ღონისძიებაზე. მე, ზოგადად, ასეთი მეწვრილმანე არ ვარ, მაგრამ როცა უცხოეთში გადიხარ, ევროპაში მიღებული ხარ და ყველანაირი ლიცენზია გაქვს, გაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, დაუფასებლობა ცუდად გხვდება გულზე, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გულში წყენას დიდხანს იტოვებს…“, – უთხრა “ფორტუნას” თამო ვაშალომიძე.

აღნიშნულ ინტერვიუს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი თამოს ამხნევებს და უწერეს:

”შური ქართველების ყველაზე დიდი მინუსია”

”რამდენი შეძლო ამ ნიჭიერმა ადამიანმა . მიხარია ასეთების წარმატება”

”სალამი ღვთისააო გამიგია. მართალია, არ დაგწყდეთ გული.” – ასე ამხნევებენ თამოს ქართველები.

FACEBOOK კომენტარები