”დიდი უბედურება შეიძლება მომხდარიყო, ამას საჯაროდ პირველად ვწერ…” – თამუნა მუსერიძე

27-09-2024
383
Aa

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს :

„ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვინც გაგვზარდა იმას არ ვაფასებთ გაშვილებული ადამიანები.

არ იფიქროთ, რომ ისინი ჩვენი მშობლები არ არიან, ან თითქოს მათ მშობლებად არ აღვიქვამთ, მაგრამ ხალხო მხოლოდ მამის მხრიდან აღმომაჩნდა 26 ბიძაშვილი, თქვენ ხვდებით ეს რამხელა რისკია ჩემს ცხოვრებაში?

ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენი შვილები ერთმანეთს გადაეყარონ და ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან დიდი უბედურების წინაშე დავდგეთ…

დიდი უბედურება ავიცილე თავიდან და პირველ რიგში გენეტიკური დაავადებები…

ძალიან გთხოვთ შეეშვით ამ დამუნათებას…

ამას ვამბობ პირველად საჯაროდ, როდესაც მივდიოდი ჩემი მამას სანახავად, ერთადერთი შეგრძნება რაც მქონდა იყო ის რომ მე ვღალატობდი მამაჩემს, იმიტომ რომ ასე შთამაგონეს…” – ამბობს თამუნა მუსერიძე.

FACEBOOK კომენტარები