„სიკვდილის ძალიან გეშინია?“ – რა პასუხი გასცა კესარია აბრამიძემ ამ შეკითხვას
კესარია აბრამიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილი პასუხები გასცა სხვადასხვა კითხვას:
გჯერა სიყვარულის, რომელიც უსასრულოა?
„არა, უსასრულო არაფერი არ არის და მე ვფიქრობ, ყოველთვის მზად უნდა იყო ცუდი და კარგი დასასრულისთვის“.
სიკვდილის ძალიან გეშინია?
არა.
მეგობრისთვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად გაწირავ?
ალბათ გააჩნია სიტუაციას. თუ იმწუთას იხრჩობა, რაღაც დაემართება, შეიძლება აფექტში დავეხმარო.
შეგახსენებთ,18 სექტემბერს 37 წლის ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. შსს–ის ინფორმაციით, კესარიას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული პირი, 26 წლის ბ.ჯ. დაკავებულია, დანაშაული კი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კესარია აბრამიძე გუშინ სასაფლაოზე დაკრძალეს.