”ახლა ვზივარ და ვტირი, ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ მამა შეიძლება აღარ ჰყავდეთ…” – ნახეთ დავით ქაცარავას მეუღლემ სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა
აქტივისტი დავით ქაცარავა ხშირად დადის საქართველოს საზღვრებთან და სიცოცხლის რისკის ფასად აპროტესტებს ბორდერიზაციას. მისმა მეუღლემ ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი პოსტიც გამოაქვეყნა
“ახლა ვზივარ სახლში და არეული გრძნობების გამო ვტირი. რა ვქნა, რა მოვიმოქმედო?
ჩავკეტო და არ გავუშვა? დედა, რა გატირებს? – მეკითხება ქეთი. აბა, რა ავუხსნა?
დე, მამიკო რუსი იარაღიანი ჯარისკაცების წინ დგება და სროლა მოგიწევსო, ამას ეუბნება-თქო, ეს ვუთხრა? ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცებს სჩადის და მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. ერთის მხრივ შიშით გული მისკდება და ამავე დროს ამ სამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთ-თქო – მართლა ამ აზრზე ვარ!
ათჯერ ვუყურე დღევანდელ ვიდეოს. აი, რუსულად რომ ეუბნება ირაღიანებს რაღაცეებს, თან ის ფოტოს რომ უღებს ჩემს ქმარს, მაგ მომენტზე ღრიალით ვსკდები. არ ვიცი, რა ვქნა, მართლა რაღაც ძალიან უცნაური ხდება ჩემს და ჩემი ოჯახის თავს.
ეს ცხოვრება წამია და დაე ღირებულ წამად შედგეს ყოველი ჩვენგანისთვის”. – წერ დავით ქაცარავს მეუღლე