“უყურადღებობის და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს…” – დაღუპული გოგონას მეუღლე ემშვიდობება

16-11-2024
306
Aa

28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპების დედა გახდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის თავისი ტკივილსა და მწუხარებას უზიარებს საზოგადოებას:


„ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ყველაზე ბედნიერები ვიყავით; ერთმანეთს ვგრძნობდით და გვიხაროდა ცხოვრება. როცა გავიგეთ, რომ ტყუპებს ველოდებოდით, ბედნიერებისგან თითქოს ღრუბლებში დავფრინავდით... ყოველი დღე უფრო გვიმტკბობდა სიყვარულს, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი პატარები მალე დაიბადებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ გამოჩნდებიან ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ასეთ ბედნიერებას აფერხებენ. მათი უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამენგრა. ჩემი ნება რომ იყოს, ყოველ წამს დაუფიქრებლად მის მაგივრად დავდგებოდი, რადგან ჩვენს პატარებს ის უფრო სჭირდება..." – წერს დაღუპული ქალის მეუღლე

FACEBOOK კომენტარები