მოსალოდნელია 5-6-ბალიანი შტორმი, თოვლი, ქარ­ბუ­ქი, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა – როდიდან იქნება მკვეთრი ცვლილება რას პროგნოზებენ სინოპტიკოსები

24-11-2024
1 442
Aa

24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვის შტორმი (4-6 ბალი) და მაღალ მთაში თოვლი.


საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დაფიქსირდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და გორაკ-ბორცვიან თუ მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.


25 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.


26-28 ნოემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ნალექი მოსალოდნელია, მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერად. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა (საფრთხის დონე საშუალო).

FACEBOOK კომენტარები