“ძლიერი ქარი, ყინვა და ზვავსაშიშროება…” – ტემპერატურა მკვეთრად იკლებს

27-11-2024
1 571
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ნალექი, რაც შეიძლება გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად კლება.


27-28 ნოემბერს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მოსალოდნელია თოვლის სახით ძლიერი ნალექი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.


დიდთოვლობისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა (საფრთხის დონე საშუალო).

FACEBOOK კომენტარები