ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი პატრიარქის მდგომარეობაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.
ასპანიძის თქმით, პატრიარქს სისხლდენის შეჩერებისთვის ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარდა და ის ახლა იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნული ძილის მდგომარეობაში.
კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან ძლიერი სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს.
პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა და ამ მაჩვენებლების მაქიმალური დასტაბილირება.
ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარა სისხლდენის შეჩერებისთვის. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. როგორც აღვნიშნე ჰემადინამიკური მაჩვენებლები არის არის არასტაბილური.
პაციენტმა მოგვმართა დააახლოებით ღამის 3 საათამდე. სისხლდება შეჩერებულია. ჩვეულებრვიი პროცედურაა ახლა, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს მივცეთ საშალება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალრუად დასტაბილურდეს. დარჩება სააავადმყოფოში რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებიან სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე. კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც. ასევე კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც



