სიტვაცია მართულია თუმცა ამას.... სიტვაცია მართულია თუმცა ამას.... » დროული ინფორმაცია სიტვაცია მართულია თუმცა ამას....

სიტვაცია მართულია თუმცა ამას....

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
17-03-2026
803
Aa

 

"სასიცოცხლოდ საჭიროება იყო პროცედურების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, სიტუაცია მართულია, თუმცა ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს, ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხდება ყველა ანალიზის და პარამეტრის კონტროლი საათობრივად და მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი [TV პირველი] | განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას 
🔻 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს, გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ილია II-ის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობს. მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული და საყურადღებოა. ექიმები ამბობენ, რომ პატრიარქს გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად მედიკამენტოზური დახმარება სჭირდება. მათივე თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია, თუმცა რეანიმატოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან

FACEBOOK კომენტარები