„ვერ დავმალავ, გამიკვირდა!” – ირმა სოხაძის მოულოდნელი განცახდება
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა.
საზოგადოებამ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე არ გაჟღერებულა ცნობილი ჰიტი „გაიღიმე“.
ფაქტს სოციალურ ქსელში ავტორი ირმა სოხაძე ეხმაურება.
„ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია” ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა! და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! რა ვიცი, რა ვიცი… ის კი ვიცი, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია,“ მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!“ – წერს ირმა სოხაძე.