ვინ არის საქართველოში ყველაზე მდიდარი ქალი? - Forbes Georgia-ს შედგენილ 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში 12 ქალბატონი მოხვდა
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ქალების წილი საკმაოდ მცირეა - ასეულში მხოლოდ 12 ქალბატონი მოხვდა. თუმცა, მათი გავლენა ისეთ სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა ნავთობტერმინალები, მშენებლობა, რითეილი და განათლება, შთამბეჭდავია.
ქალბატონების სიას ყველასათვის ცნობილი სახე, მაკა ასათიანი ხსნის, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.
სიაში ყველაზე ასაკოვანი წევრი 90 წლის ლაურა ლარიონია, ხატია გოგლიძე კი ერთადერთი რეიტინგში, რომლის მილიონების წყაროდაც განათლების სფეროა მითითებული.
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები?
- მე-12 ადგილი - მაკა ასათიანი - 806,56 მლ. ლარი
მაკა ასათიანი და მისი ოჯახი ფლობენ "მერსედეს-ბენც ჯორჯიას“. გარდა ავტოინდუსტრიისა, ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკაშიც - კომპანია "თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია.



