ცნობილი მზარეულის ლიმონის კექსი „არაფრისგან“ - სუპერბიუჯეტური სამარხვო დესერტი
ინგრედიენტები
ინგრედიენტები
- ლიმონი - 3 ცალი
- შაქარი - 350 გ
- ვანილი - 4 გ
- ლიმონის წვენი - 150 გ
- წყალი - 300 გ
- ზეთი - 120 გ
- გამაფხვიერებელი - 2 ჩკ
- სოდა - 1 ჩკ
- ფქვილი - 800 გ
გავხეხოთ 3 ლიმონის ცედრა. დავამატოთ შაქარი, ვანილი, მოვურიოთ და გავაჩეროთ ერთი საათით. შემდეგ ამ მასას დავასხათ ლიმონის წვენი, წყალი, ზეთი და დავაცრათ ფქვილი, რომელშიც შევურევთ სოდას და გამაფხვიერებელს. მოვათავსოთ კექსის ფორმაში და ვაცხობთ 155 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
ფორმა რომ შეგრილდება, შემდეგ გადმოვიღოთ კექსი. რომ გაგრილდება, დავჭრათ.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული