ეს რომ არ დავწერო, თავს ვერ ვაპატიებ... - როგორ ეხმაურება მანანა მანჯგალაძე ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს? ეს რომ არ დავწერო, თავს ვერ ვაპატიებ... - როგორ ეხმაურება მანანა მანჯგალაძე ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს? » დროული ინფორმაცია ეს რომ არ დავწერო, თავს ვერ ვაპატიებ... - როგორ ეხმაურება მანანა მანჯგალაძე ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?

ეს რომ არ დავწერო, თავს ვერ ვაპატიებ... - როგორ ეხმაურება მანანა მანჯგალაძე ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?

03-04-2026
3 867
Aa

ჟურ­ნა­ლის­ტი და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრეს-სპი­კე­რი მანანა მანჯგალაძე "გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებლის, ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.

ცნობისთვის, ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე ყო­ფი­ლმა თა­ნამ­შრო­მე­ლმა შე­უ­რა­ცხყო­ფის მიყენებაში დაადანაშაულა.

"ეს რომ არ დავწერო, მე თავს ვერ ვაპატიებ, ზურიკო ჩემი მეგობარია.

(ძალიან მოკლედ დავწერე და თქვენც მინდა გთხოვოთ, ნუ შეიწუხებთ თავს, დამუნათებისთვის სხვა გვერდებია. მე მისი კარგიც ვიცი და გლახაც)...

იმაზე მეტიც გვიკამათია, ვიდრე წარმოიდგენთ... და მაინც ჩემი მეგობარია. თქვენ თუ წლობით შეგიძლიათ პენსიის ამარა მასწავლებლებს მოუაროთ ან ბევრი გყავთ ისეთი თანამშრომელი, რომელიც ბავშვთა სახლებიდან გამოვიდნენ, კარი ბევრგან მიუხურეს და აქ დაასაქმეს, გაზარდეს, ეგეც თქვით...

არის რაღაცები კიდევ და ყველას გვყავს გარდერობში გამოკეტილი ჩვენ-ჩვენი "სკილეტი".

ნეტავ, ეგ გარდერობი გამომაცარიელებინა და კიდევ, ვინც საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობთ, რამდენი ტყუილი და მართალი მოგვისმენია ჩვენზე... ეჰ რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი.. მაინც გრძლად გამომივიდა" - წერს მანანა მანჯგალაძე.

FACEBOOK კომენტარები