"ძალიან მოკლედ ვიტყვი, რატომ მოვხვდი ციხეში..." - ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ერთი თვე მილია, რაც ლაითურის საპატიმრო დავტოვე! ნელ-ნელა ვივიწყებ იმ მწარე განსაცდელს, რაც გამოვიარე! ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას, რატომ მოვხვდი იქ, ციხეში... ვიტყვი იმდენს, რასაც ქართულ აფხაზური ადათი და წესი მაძლევს უფლებას! ჩემს ცხოვრებაში ჩანერგილმა სატანამ დამოკიდებული გამხადა მასზე... რაც არასოდეს გააჩნდა მას... ამ ვერაგ ხორცშესხმულ ბოროტებას... სახლ-კარი... ზღვაზე სამოსახლკარო... მანქანა და სხვა უამრავი სიკეთე... ეს რომ მიიღო, წარმოიდგინეთ! არ ეყო და მომთხოვა, რაც გამაჩნდა კიდევ სახლ-კარი დამატებით იმის თანამესაკუთრედ დაფიქსირებულიყო, რაც ჩემი სიალალით?! არა! ვფიქრობ სიბრიყვით!
ერთ დღეში ვაჩუქე, იმ მოტივით რომ ოჯახში დაბრუნდებოდა! თუმცა მიზანი ამ ცბიერი ტყუილისა იყო მთელი ჩემი ქონების მითვისება! როგორც კი იგულა საჯარო რეესტრში ჩემი ქონების თანამესაკუთრეობა, გაქრა იმ დღესვე! მოტივით, დრო სჭირდებოდა... თუმცა, ეს დრო ჯერ კვირა, შემდეგ თვე, შემდეგ წელი, შემდეგ წლები და როცა დავრწმუნდი მის ვერაგ მომაკვდინებელ ტყუილში, მოვსთხოვე მხოლოდ იმ თანასაკუთრების გაუქმება, რომელიც მოტყუებით მიიღო! აქვე ავღნიშნავ რომ მას მხოლოდ წერილობით მივმართავდი, რაზეც იჩივლა, ჯერ პოლიციაში შემდეგ კი სასამართლოში და ძალადობაში დამადანაშაულა! ანუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ანუ როგორ გავბედე და რატომ მოვთხოვე უკან, რაც მისი არ იყო! რაზეც სასამართლომ შემაკავებელი გამოსცა...!
მართალი გითხრათ, არც მე მქონდა დიდი სურვილი სატანასთან სიახლოვის, ამიტომაც როცა ნახა არ ვარღვევდი სასამართლო განაჩინებას და არ უახლოვდებოდი მის საცხოვრის, ამით ხელმოცარულმა ქობულეთის სახლში ჩამისაფრდა, რამდენიმეჯერ სცადა პროვოკაცია მოეწყო და დემონსტრაციულად დაამტრვია ქობულეთის სახლის რკინის 5 კარი რამდენიმე სართულზე და დაელოდა ჩემს რეაქციას...! თუმცა მიზანს რომ ვერ მიაღწია, კიდევ სამი მცდელობით სხვადასხვა დროს დაელოდა მისთვის შესაფერის დროს...!
უბრალოდ წარმოიდგინეთ სუსტი დაუცველი თურმე არსება ასე ამტვრევდა ჩემს მთელი ცხოვრების მანძილზე ტიტანური შრომით შექმნილ სახლ-კარს... ამით კი მიზნობრივად იქ, ყველას დასანახად გამხეცებული დემონსტრაციულად მამცირებდა, ღირსებას მილახავდა, უკანასკნელი სიტყვებით შეურაცმხყოფდა იქ მყოფი მეზობლების წინაშე...! წარმიდგინეთ ეს არსება 700 კილომეტრს დაგეგმილი ბოროტებისთვის გადიოდა თბილისიდან ქობულეთამდე წინ და უკან რომ სატანის ხაფანგი ჩემთვის დაეგო...! თან იმ სახლში გეგმავდა მის ბოროტ გეგმას, რომელიც ჩემგან საჩუქრად მიიღო...!
პოლიციაშიც განაცხადი დავტოვე ყოველ მის დარბევაზე, რაც მან ჩაიდინა ქობულეთში, ასევე განვაცხადე, რომ პროვოკაციას მომიწყობდა კიდევ, რადგან მიზნის მისაღწევად მას ეს ძალიან სჭირდებოდა! ჩემი პროვოცირება რომ მე მოთმინება დამეკარგა და კანონგარეშე მოვხვედრილიყავი! წინათგრძნობა მქონდა, რომ კიდევ გაიმეორებდა და ასეც მოხდა... რამდენიმე თვის შემდეგ მეოთხე მცდელობაზე, ერთი დღით ჩასულს ქობულეთში ბორჯომის ხეობიდან, სახლში ეზოში კამერებით შევარდა გაუგონარი შეურაცხყოფებით... და ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა, რომ ეს ყველაფერი ნოდარა მელაძისთვის გადაეგზავნა.... როცა ვარჯიშიდან მოვედი სახლში ეზოში ასეთი სურათი დამხვდა...
მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ რომ მტერი თუ სახლში შემოგივარდა, შენი ვალია ის დაიცვა! ვითმინე წლების განმავლობაში ეს დამცირება, ვერაგი ტყვილი, შეურაცხყოფა და ათასი მარაზმი ზურგსუკან... და ბოლოს მაინც მიაღწია თავის მიზანს! დანარჩენი კი იხილეთ... რითაც არც მე ვარ აღფრთოვანებული...! მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თქვენთვის მიმინდია ვინ ვინ არის?!
მე აფხაზეთში რაც მქონდა, ყველაფერი ომა წამართვა! მამა დამიხვრიტეს! დანარჩენმა საქართველომ შემიფარა და ხელახლა დავიწყე ცხოვრება... სადაც მთელი ცხოვრება ვიბრძოლე სახელმწიფო საქართველოს დიდებისთვის...! ცხოვრების გზაზე გადავეყარე მიზნობრივად ჩანერგილ სატანას, რომელმაც ტყუილით, სიცბიერით დამაკარგინა სიდარბაისლე, დამაპირისპირა საღად მოაზროვნე ადამიანებს, დამიმცირა შვილებ, დამაპირისპირა უახლოეს ადამიანებს და უამრავი ვერაგი მტრობა, რომელსაც წლები ვერ ვიჯერებდი და თუ ვინმე მაფრთხილებდა მათგან გავრბოდი! ამ ცბიერმა სატანამ ჩემი ალალი, უსაზღვრო ნდობა კი ჩემი სიცოცხლის ხელყოფისთვის გამოიყენა! მე მჯერა, ჩემი სახელმწიფო, რომელსაც მე მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე გარკვევს სრულ სიმართლეს და დამიცავს!
ბოლოს რაც შეეხება კითხვას, რაც ხშირად დაუსვამთ ჩემთვის მივმართე თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებაზე?! დიახ! მივმართე ორჯერ... ძალიან თბილი წერილით, სადაც ვამაყობდი მისი განვლილი ეროვნული გზით და ვთხოვდი ის დარჩენილი ერთი თვე შევეწყალებინე... მოეცა ჩემთვის შანსი იმისა, რომ დარჩენილი ერთი თვე ის მწარე ცრემლი არ მქონდა, რომელიც იქ ციხეში ერთადერთი ნუგეში იყო უფლისგან მოვლენილი! ყოველი დღე ველოდი... მაგრამ არ შემიწყალა... ალბათ, ვერ შეძლო! ან ასე სჯობდა სახელმწიფოსთვის!
ისე კი ერთს ვიტყვი მე პირადი ტკივილი ან წყენა არასოდეს არ დამიყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა! ალბათ, ვერ შეძლო...! თუმცა ერთს ვიტყვი, როცა ასეთი ეროვნული გზა გაქვს გავლილი ბატონო პრეზიდენტო, მეტი შეწყალებაა საჭირო! ჩემი არა! მე ჩემი სასჯელი ზარიდან ზარამდე მოვიხადე!!! საერთოდ ვამბობ იქ, იმ სამყაროში, სადაც სევდა, დარდი, ტკივილი და ნუგეში მხოლოდ უფალთან შეწირული ცრემლია... იქ ადამიანი, რომელსაც პატმარი ჰქვია მხოლოდ იმედით ცხოვრობს! იმედით, რომ დღეს თუ არა, ხვალ შეიწყალებთ! გწამდეთ ბატონო პრეზიდენტო მაგაზე დიდ მადლს ვერასოდეს მიღებთ სხვა დიადი გადაწყვეტილებებიდან!
ნათლისღებას 169 პატიმარი კი არა, ყოველ შეწყალებაზე 1000 /ათასი/ შეიწყალეთ! გწამდეთ ყოველ ჯერზე ამ დიდი მაგალითით ასი ათასი მლოცველი იქნება თქვენი სიცოცხლის! პატრიარქის ერთი დღე, რომელსაც ყველა პატიმარს სჩუქნიან, ეს ნაჩუქარი დრო არის მთელი საუკუნე! რომელიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება, როგორც უდიდესი მოწყალება მადლობა პატრიარქს, ჩვენს დაუვიწყარ ერის მოძღვარს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო საქრთველო და სანამ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, წაქცეულიც მისთვის ვცოცხლობ!!!" - წერს ლუკა კურტანიძე.



