"ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი ნიკა საჯაია? "ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი ნიკა საჯაია? » დროული ინფორმაცია "ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი ნიკა საჯაია?

"ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი ნიკა საჯაია?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
16-05-2026
3 086
Aa

ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში მოულოდნელად გარდაცვლილი 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის ძველ ვიდეოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"სამი წლის წინ გავიცანი, თსუ-ის მეექვსე კორპუსთან, სადაც უამრავი სტუდენტი ირეოდა. არჩევნები ქონდათ, ნერვიულობდნენ, ზოგს ტელევიზიის დანახვა არ მოეწონა, ზოგს დრო არ ქონდა, ზოგი მე არ მომეწონა. ამ უამრავ სტუდენტში, ჩემი ყურადღება ამ გოგომ მიიქცია, თავისი ხალისით, ადამიანობით, სიძლიერით და აზროვნებით.

არჩევნები დამთავრდა, თუმცა ჩვენ, ურთიერთიბა გავაგრძელეთ. ძალიან, ძალიან ბევრი მიზანი ქონდა ცხოვრებაში. ძალიან უყვარდა ადამიანების დახმარება და ასე, ძალიან შემაყვარა თავი. თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდი და ყოველთვის მახარებდა მასთან საუბარი...

ძალიან ვგულშევმატკივრობდი, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი ადამიამიანები, ძალიან წაადგება ჟურნალისტიკას, საზოგადოებას, ქვეყანას...

დღეს გავიგე, რომ მარიამი აღარ არის... არ მინდა ამ ამბის დაჯერება. ისევ მინდა მომწეროს რომელიმე მის პროექტზე, გეგმებზე და მინდა რომ ისევ აქ იყოს, ხალხმა გაიცნოს და შეიყვაროს... ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები.

P.s ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება? ასეთია ჩემთვის, მარიამი. გოგო, რომელიც დიდ სიყვარულს და პოზიტივს ასხივებდა"- წერს ჟურნალისტი ნიკა საჯაია.

ცნობისთვის, მარიამ ტყემალაძე 14 მა­ი­სის ღა­მეს თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ დად­გინ­დე­ბა.

მარიამ ტყემალაძე თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და

FACEBOOK კომენტარები