რა გააკეთა გიორგი მამარდაშვილმა, როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნებიდან ფანები მის გვარს იძახდნენ

23-06-2024
4 386
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გიორგი მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და საქართველოს ნაკრების კარი არაერთი ურთულესი დარტყმისგან იხსნა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ტურის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

სოციალურ ქსელში კი სალომე სილაგაძე ავრცელებს ამ ისტორიული მატჩიდან ვიდეოს, სადაც ჩანს რომ მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც ფანები მის სახელს იძახდნენ ხელთათმანი მოიხსნა და გულშემატკივრებს ესროლა.


FACEBOOK კომენტარები