გაფრთხილება ამინდის შესახებ! - როგორი ამინდია მოსალოდნელი 8-9 აპრილს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათი ცნობით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



