"პასუხი ჩერგოს პასუხზე" - ნანუკა ჟორჟოლიანსა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის კონფლიქტი გრძელდება
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და "ტაბულას" დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის სოციალურ ქსელში კონფლიქტი გრძელდება.
ამჯერად ჟორჟოლიანი ჩერგოლეიშვილის მორიგ პოსტს პასუხობს.
"პასუხი ჩერგოს პასუხზე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს.
"ამ სიმართლით ივლის (დადის კიდეც) ეს, და ყველა, ვინც ამას უყვარს, რომ ტელემედიას ჩემი ქმარი აკონტროლებდა - ბუნების კანონზომიერებაა.
აი ვინც ნამდვილად აკონტროლებდა, იმ საქონლის დამსახურებაა ეს გაუნათლებელი ხიხო რომ ნაციონალური არხის ეთერიდან ქსენოფობიას ღვრიდა წლების განმავლობაში და უმცირესობების დემონიზებას ახდენდა.
მედიის კონტროლს უნდა უმადლოდეს, ახლა რომ ვინმე იცნობს საერთოდ - მედიის კონტროლის შედეგია ნანულა." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
მანამდე დაპირისპირების მიზეზი იაგო ხვიჩიას გადაცემა გახდა, სადაც ჟორჟოლიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მედიაზე კონტროლის განმახორციელებელ პირებზე ისაუბრა.
ჩერგოლეიშვილმა ჟორჟოლიანის რეპლიკა დეზინფორმაციად და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აღიქვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან პირდაპირი ბრალდებები მოჰყვა გიგა ბოკერიას მისამართით.
ამის შემდეგ თამარ ჩერგლეიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
"ნანულაი ყოფილა იაგო ხვიჩიასთან დეზინფორმაციის გასავრცელებლად და დაუსახელებლად “მამხელდა” - ახლა რომ მედიას თავისუფლებას უწუნებს, “სისხლიანი 9 წლის” დროს მისი ქმარიც ხო იყოო.კი იყო, და მეც ვიყავი - და მაშინაც მეფრინველეობის ფერმად მიმაჩნდით ქართული
ტელემედია (ეს მაშინდელი გარეკანია) და ამიტომ ავიყვანე ტაბულაში სრულიად გამოუცდელი, მაგრამ გონიერი თინეიჯერები.ერთ-ერთ სტატიასაც დავურთავ. (ბევრს ვწერდი კონტროლირებულ მედიაზე, მაგრამ ეს მიყვარს).ცხადია მაგ გომბიოსთვის არ ვდებ - ვერც გაიგებს,
სიტყვათა მარაგი არ ეყოფა. სხვებისთვის იყოს.“ჩიპმებრძოლთა” წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი ხელისუფლება თავს მოდერნიზაციის ერთადერთ ლოკომოტივად გრძნობს. მის აროგანტულობას გარკვეულწილად ესეც ასაზრდოებს. უპასუხისმგებლო და მხდალ ძალებთან საუბარს უაზრობად მიიჩნევს. თვლის, რომ ამაზე დროის კარგვა მოწინააღმდეგის მიერ გაუბედაობად და სისუსტედ იქნება აღქმული. ამიტომ
კავალერული შეტევებით ცდილობს რეფორმების გატანას. ხოლო ის სივრცე, რაც ნორმალურ პირობებში დისკუსიას უნდა ეკავოს, ასეთ პირობებში სანახაობით და რეკლამითაა შევსებული, რომლის მიზანი არა რაციონალური მსჯელობა, არამედ დადებითი ემოციების
გამოწვევაა.ემოციურმა ინჟინერიამ, მოკლევადიანი სარგებელი, ცხადია, შეიძლება მოიტანოს, მაგრამ იდეათა ომს ასე ვერ მოიგებ. უფრო მეტიც, ტენდენცია, რომელიც პოლიტიკას რეკლამად აქცევს, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო იმ ფასეულობებისთვის, რომელთა
სადარაჯოზეც ვდგავართ.რასაკვირველია, რეკლამას და მარკეტინგს, თავისი წვლილი შეაქვს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში. მაგრამ ერთიც და მეორეც ადამიანის სურვილებზე და ემოციებზეა მიმართული. დემოკრატია კი გონებას და ინფორმირებულ მოქალაქეს ემყარება და არა – გრძნობებს.” - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.



