ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა » დროული ინფორმაცია ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა

ცნობილი ფეხბურთელი ავარიის შედეგად დაიღუპა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
17-04-2026
801
Aa

ავსტრიაში მატარებლის და ავტომობილის შეჯახების შედეგად ყოფილი ავსტრიელი ფეხბურთელი, მეკარე, 48 წლის ალექსანდრე მანინგერი დაიღუპა. ავტოავარია ნუსდორფ-ამ-ჰაუნსბერგის რაიონში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მანქანასთან შეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. ავარიის შემდეგ მატარებელმა ავტომობილი რამდენიმე მეტრი ათრია. ადგილზე მაშველები ოპერატიულად მივიდნენ და მათ ყოფილი ფეხბურთელის რეანიმაცია სცადეს, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ავარიის დროს მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან. მანინგერი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობდა. ის 1990-იანი წლების ბოლოს ლონდონის „არსენალის“ კარს იცავდა, რა დროსაც გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. ასევე მანინგერი იტალიური კლუბების, „ფიორენტინის“, „ტორინოს“, „ბოლონიის“, „სიენას“ და „იუვენტუსის“ კარსაც იცავდა. ავსტრიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 33 მატჩი ჩაატარა

FACEBOOK კომენტარები